in ,

რა გუნდია ახალგაზრდული ხორვატია

საქართველოს 21-წლამდელებს ევრო 2025-ის პლეი-ოფში მეტოქედ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ერგო. რა გუნდი ჰყავს ივიცა ოლიჩს, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდისა და “ბაიერნის” ექსვარსკვლავს? ამის შესახებ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მისი გუნდის შედეგები მეტყველებს.

ფარერები 2:4 ხორვატია
საბერძნეთი 2:2 ხორვატია
ხორვატია 2:0 ბელარუსი
ბელარუსი 0:1 ხორვატია
ანდორა 0:3 ხორვატია
პორტუგალია 5:1 ხორვატია
ხორვატია 2:1 ფარერები
ხორვატია 0:2 პორტუგალია
ხორვატია 2:0 ანდორა
ხორვატია 3:2 საბერძნეთი


მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს, ლეგიონერებითაა სავსე და რუსეთიდანაც იწვევენ ლეგიონერს. განსაკუთრებით ბევრი გოლი ამხანაგური თამაშებში გაუშვეს. მაგალითად, შესარჩევ ეტაპზე ჩვენმა მეტოქე შვედებმა გასვლაზე 5 გოლი გაუტანეს.

სლოვაკეთი 2:2 ხორვატია
ხორვატია 2:3 ირლანდია
ხორვატია 2:5 შვედეთი

“ტრანსფერმარკტის” შეფასებით, ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლო ორი მატჩისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 54,60 მილიონი ევროა. გუნდს რამდენიმე ძვირადღირებული მოთამაშე ჰყავს. მაგალითად, 8-8 მილიონ ევროდ არიან შეფასებული ცენტრფორვარდი ანტე კრნაცი (“ნორვიჩი სიტი”, ინგლისი) და ცენტრალური მცველი ლუკა ვუშკოვიჩი (“ვესტერლო”, ბელგია).

ანალიტიკური ვებგვერდი 6 მილიონად აფასებს ცენტრფორვარდ მარინ ლუბიჩიჩის (ლასკ, ავსტრია) ტრანსფერს, 4 მილიონად თავდამსხმელებს – ფრანიო ივანოვიჩს (“სტ. ჟილუაზი”, ბელგია) და დიონ ბელიოს (“რაპიდი”, ავსტრია), 3,5 მილიონად – მარცხენაფლანგელ გაბრიელ ვიდოვიჩს (“მაინცი”, გერმანია).

თქვენ წარმოიდგინეთ და, გუნდშია 3,50 მილიონად შეფასებული საყრდენი ნახევარმცველი ველდინ ჰოჯა, რომელიც რუსეთში, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ყაზანის “რუბინში” თამაშობს.

ცენტრფორვარდი მატია ფრიგანი (3,00) ბელგიური “ვესტერლოს” ფეხბურთელია, შემტევი ნახევარმცველი ლოვრო ზვონარეკი (3,00) ავსტრიულ “შტურმში” ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია, ხოლო “ბაზელში” გაბრიელ სიგუასთან ერთად თამაშობს მარჯვენაფლანგელი მარინ სოტიჩეკი (3,00).

ამასთან, ზაგრების “დინამოს” შემტევია ლუკას კაჩავენდა (2,50), ხოლო გუნდის მეკარე ნიკოლა კავლინა (1,30) “ოსიეკის” ღირსებას იცავს.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე მალე „აფეთქდება“ 

ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, ეს ბედნიერებაა – სენტ-ეტიენში კარგი სტარტი გამომივიდა