in

გიორგი მიქაუტაძე მალე „აფეთქდება“ 

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 75

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით გოლი ჯერ არ გაუტანია, მაგრამ მას შეუძლია, მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, – ამტკიცებს გამოცემა Madeingones-ი.

„ლიონის „ოლიმპიკში“ გასულ ზაფხულს 18.5 მილიონ ევროდ გადასული გიორგი მიქაუტაძე კვლავ ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. 23 წლის ქართველ თავდამსხმელს ტრანსფერის შემდეგ ახალ გუნდში გოლი ჯერ არ გაუტანია და სათადარიგოთა სკამზეც კი გადაიყვანეს. თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს, პიერ საჟს თავისი მოთამაშის მაინც სჯერა“, – წერს გამოცემა.

„გიორგი მიქაუტაძის ისტორია ახლა იწყება. მან პირველად თავი „მეცში“ გამოიჩინა. „ლიონში“ მას დიდი იმედით ელოდნენ და ვფიქრობ, ეს ზეწოლა მისთვისაც კარგია. მართალია, ჯერ არ გაუტანია, მაგრამ „რენთან“ პენალტის მოპოვება შეეძლო. ის ნამდვილი ბომბარდირია და ადაპტაციის პროცესიც მალე დასრულდება.

დარწმუნებული ვარ, მიქაუტაძე საუკეთესო თვისებებს აჩვენებს და სასტარტო შემადგენლობაში ადგილს მოიპოვებს. ვფიქრობ, მისი xG (გოლების მოსალოდნელი რაოდენობა) ძალიან დიდია, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ერთიც არ გაუტანია. გიორგი თავის ადგილს იპოვის, რადგან ახლა გუნდის თამაშის შესწავლის პროცესშია, სხვებთან უკეთ შეთამაშდება და მალე „აფეთქდება““, – ამტკიცებს პიერ საჟი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარი ახლა იწყება: რამაზ სვანაძის აზრით ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება

რა გუნდია ახალგაზრდული ხორვატია