in

მთავარი ახლა იწყება: რამაზ სვანაძის აზრით ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრას, რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს შინ ითამაშებს.

ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ხუთჯერ აქვს ასპარეზობა მიღებული, მათ შორის, ბოლო სამ ფინალურ ტურნირზე.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გასასვლელ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატია იქნება, კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის მწვრთნელმა.

რამაზ სვანაძე:

“ძალიან დაძაბული თამაშები გველის. ტრადიციულად ხორვატია ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული სექტორი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელით. მოწინააღმდეგის შეფასებას რაც შეეხება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, რთული შეხვედრები გვექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება, რომელთა გამოყენებას შევეცდებით.

ყველაზე მთავარი ჩვენთვის ახლა იწყება, რამეთუ მთავარია როგორ ფორმაში და როგორ მომზადებულები მივალთ
კონკრეტულად ამ თამაშებამდე. იქნება დაძაბულობა, იქნება მაღალი სტრესის დაპირისპირება, რომელიც ყველას წაგვადგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დავწერთ ისტორიას და ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გავალთ.

მერჩივნა პირველი მატჩი სტუმრად ჩაგვეტარებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ჯერ სახლში ვთამაშობთ. საერთო ჯამში ვთვლი, რომ ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება და ჩვენი მომზადება იქითკენ უნდა წავიდეს, რომ ორივე თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალგაზრდული საქართველო პლეი-ოფში ხორვატიას შეხვდება: როდისაა თამაშები

გიორგი მიქაუტაძე მალე „აფეთქდება“