in

რომ გვისტვენდნენ რა ეგონათ აბა: ალბანეთი ჩვენთან ცუდი მოქცევის გამო დასაჯეს

უეფას ეთიკისა და სადისციპლინო კომისიამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრების საქციელის გამო დასაჯა.

ალბანელებს 41 250 ევროს გადახდა მოუწევთ უკრაინა–ალბანეთისა (7 სექტემბერი) და ალბანეთი–საქართველოს (10 სექტემბერი) მატჩებში მომხდარი ინციდენტების გამო.

საქართველოსთან ტირანაში გამართული შეხვედრის დროს ალბანელმა გულშემატკივრებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისასვლელი კიბე გადაკეტეს, რისთვისაც ფედერაცია 18 000 ევროთი დაჯარიმდა.

ამას გარდა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია 4 750 ევროს ქართველების მხარეს ტრიბუნებიდან საგნების სროლისთვის გადაიხდის, ხოლო 12 500 ევროს – საქართველოს ჰიმნის დროს სტვენისთვის.

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმანდ დუკამ განაცხადა, რომ ფეხბურთში მსგავსი რამის ადგილი არ არის, საქართველოსთან ზოგიერთმა უსტვინა, რაც არ უნდა მომხდარიყო და დასაგმობია. თბილისში კი მოგეხსენებათ ქართველმა მაყურებელმა ალბანეთის ჰიმნზე ტაში დაუკრეს.
ამის გამო ალბანეთის მწვრთნელმა სილვინიომ თქვა, რომ ჰიმნზე ტაშის დაკვრა კარგი და დასაფასებელი ჟესტი გახლდათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქუთაისმა ბილბაოსთან ვერაფერი გააწყო: -31

ბოდიში, რომ გერმანელი ვარ: ტუხელი ინგლისის მწვრთნელია, ინგლისელებს დიდად არ უნდა