in

ნაპოლი კვარას შემცვლელს ამზადებს: ხვიჩას გაყიდიან და… რეალში აღმოჩნდება

იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა ხერარდო ფასანომ Areanapoli-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

ფასანოს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიმ” კვარაცხელია გაყიდოს.

“დარჩება თუ არა “კვარა” “ნაპოლიში”? თითქოს, “პარტენოპეი” წინასწარ ემზადება, მათ “ბენფიკადან” დავიდ ნერეში შეიძინეს, იქამდე კი კიეზას ტრანსფერზე მუშაობდნენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბრაზილიელი მომდევნო სეზონში ქართველის შემცვლელის როლს მოირგებს. კონტემ გადაწყვიტა, რომ დავიდი ორივე ფლანგზე გამოიყენოს. ამ მომენტისთვის ნერეში კარის ხაზის წინ კვარაცხელიაზე გადამწყვეტია, თუმცა ანტონიოს რომ ხვიჩა სკამზე დაესვა, ეს დიდ სკანდალს გამოიწვევდა და მედია კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებას დააბრალებდა.

სად შეიძლება ვიხილოთ კვარაცხელია? “რეალს” ვიტყოდი. ის და როდრიგო ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ”, – განაცხადა ფასანომ.

შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბოლო 30 წლის სიმბოლური ნაკრები: მესი არის, რონალდოს ნაცვლად რონალდოა

მესი 21-ე საუკუნის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელია: ვინ არიან სხვები