Ferveur Lyonnaise-ს მტკიცებით, „ლიონის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის დატოვება მოუწიოს.
გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძე შორსაა იდეალური ფორმისგან, ვითარებას ლიგა 1-ის კლუბები აკვირდებიან, რომელთა შორის „რენია“ და თუ ამინ გუირის და არნო კალიმუენდოს გაყიდიან (მათზე დიდი მოთხოვნაა), ქართველის დამატებას შეეცდებიან.
ფრანგული foot01 წერს, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მონაკოში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში „ოლიმპიკმა“ ბონუსების გარეშე 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა „მეცში“ სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებულად იასპარეზა, ქაღალდზე
ოსტატურ გარიგებად მოჩანდა, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა – ყველა ტურნირზე რვა მატჩში თამაშში უმეტესად შეცვლაზე შევიდა და გოლი ჯერ ვერ გაიტანა.
აღნიშნულია, რომ მწვრთნელმა პიერ საჟმა იდეალურ შემტევ ტრიოს (ალეკსანდრ ლაკაზეტი, მალიკ ფოფანა, რაიან შერკი) მიაგნო, რაც მიქაუტაძისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა გუნდის თავკაცი გიორგის გაყიდვის წინააღმდეგია, რამეთუ მომავალში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ კანდიდატად განიხილავს და ფეხბურთელი, რომლის პროფესიონალიზმი ბოლო კვირების განმავლობაში ეჭვქვეშ დგას, გალიის დედაქალაქში ამ ნდობის ღირსი უნდა იყოს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ალბანეთთან დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მიქაუტაძეს რთული პერიოდი აქვს, კლუბში უთამაშებლობა მასზე უარყოფითად აისახა, გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, მომავალშიც მხარს დაუჭერენ, მაგრამ თუ სიტუაცია ვერ გამოასწორა, ეს ნაკრებში მის მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings