საქართველოს ნაკრები ხვალ ერთა ლიგის მე-4 ტურში შინ ალბანეთს ეთამაშება. დღეს, მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლი:
„უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყეთ და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან მატჩში მდგომარეობა გამოსწორდება.
უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო რიგ ეპიზოდებში ჩეხეთთანაც. მიმაჩნია, ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არაა, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძის არგამოძახების, მიზეზი მხოლოდ დამღლელი მგზავრობა არაა, მას ჩემს სისტემასთან ადაპტაცია უჭირს.
ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მოგებაც შეგვეძლო და ამიტომ ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა.
ისევ ის გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია. აუცილებელია დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ“.
ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings