in

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ფეხბურთელი რონალდოს მადლობელია – ლამაზი, მაგრამ არა სექსუალური

ანა მარია მარკოვიჩი, რომელსაც „მსოფლიო ყველაზე ლამაზ ქალ ფეხბურთელს“ უწოდებენ, ხორვატიის ნაკრებში გამოიძახეს. თავის წარმატებას ის… კრიშტიანო რონალდოს უმადლის!

ანა შვეიცარიაში გაიზარდა, მაგრამ ხორვატიას წარმოადგენს. სამწუხაროდ, მისით ტკობა არ გამოვა ევრო 2022-ზე, რადგან ხორვატმა ქალებმა კვალიფიკაცია ვერ დაძლიეს.

თუმცა 22 წლის გოგონა მადლობელია, რომ გასულ წელს საერთაშორისო არენაზე დებიუტის შანსი მიეცა. და ამას რონალდოს უმადლის.

მარკოვიჩმა ასევე ახსენა ხორვატების მაესტრო – ლუკა მოდრიჩი.

მან თქვა: „მოდრიჩი ერთმნიშვნელოვნად მისაბაძი მაგალითია. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია.
მაგრამ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრიშტიანო რონალდო, რადგან ის ძალიან დისციპლინირებულია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტს მთელი ძალების დაუთმო და გქონდეს ისეთივე განწყობა და მიდგომა, როგორიც მას აქვს“.

მარკოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ მოსწონს, როდესაც „ლამაზს“ უწოდებენ, მაგრამ ვერ იტანს, როდესაც „სექსუალურს“ ეძახიან.

მან თქვა: „მომწონდა სტატიები, სადაც ყველაზე ლამაზ ფეხბურთელს, ან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზს მეძახდნენ, რადგან სასიამოვნოა, როდესაც გესმის, რომ ლამაზი ხარ.
მაგრამ მერე გაზეთებში გამოჩნდა სტატიები, სადაც „ყველაზე სექსუალურად“ მომიხსენიეს და ეს არ მომეწონა“.

მარკოვიჩის კარიერა „ციურიხში“ დაიწყო, თუმცა ამ შვეიცარიულ კლუბში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, რის შემდეგ 2020 წელს „გრასჰოპერსში“ გადავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაც მეტი ბრაზილიელი წავა პრემიერლიგაში, ნაკლები შანსი გვექნება მსოფლიო ჩემპიონობის

რუსი ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე საქართველოს სახელით გამოვა