ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა:
„პირველ რიგში, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ. დღეს ფეხბურთი არ იყო – მოედანი საერთოდ არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას. გოლის მომენტში კარგად ვერ გადავხტი, რადგან ბალახი არ იყო და ხანდახან მოედანზე ფეხი სრიალებდა. ეს რომ არა, იმ დარტყმის მოგერიება შემეძლო”.
–
საფეხბურთო მენეჯერმა ვიაჩესლავ ზახოვაილომ საკუთარი აზრი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რის ხარჯზე სძლია ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინის ნაკრებმა საქართველოს და უნდა ითქვას, საკმაოდ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება.
“რაც უცბად მოგხვდა თვალში, ეს გაზონის საშინელი მდგომრეობა იყო. ქაცვები უკეთ უკრაინელებმა შეარჩიეს. უნდა ვაღიაროთ, ამან საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია. ბანალურია??? თამაშში წვრილმანები არ არსებობს. გოლის მომენტში ამ ფაქტორმა ქართველი ფეხბურთელის ფეხის დაცდენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა”.
–
მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ერთადერთი გოლის ავტორმა მიხაილო მუდრიკმა გააკეთა.
“ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ, პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ხასიათით. დიახ, იყო სირთულეები მოედანთან დაკავშირებით, არ იყო ადვილი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე მე და ბიჭებმა ეს ვიცოდით, რომ დღეს ბრძოლა წინა პლანზე გამოვიდოდა. მეტი ძალისხმევა დავხარჯეთ და ამ კომპონენტში მოვიგეთ
საქართველოს ნაკრები მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა? – დიახ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც უკმაყოფილო ვიყავით.
ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ კარგ საფარზე. მოედანს ყველაფერს ვერ დააბრალებ, მაგრამ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, მიხვდება, რა არის კარგი მოედანი და რა არის უხარისხო. ყველას ჰქონდა თანაბარი გარემოებები”.
–
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრებების რამდენიმე გულშემატკივარს შორის ჩხუბი მოხდა.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საქმე არა მასობრივ ჩხუბთან, არამედ რამდენიმე ფანის დაპირისპირებასთან გვაქვს, რომლებიც სტიუარდებმა მოედნიდან გაიყვანეს.
–
უკრაინული გამოცემა sportnews.24tv.ua საქართველოსა და უკრაინის მატჩს ეხმაურება და შეხვედრის მიმდინარეობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, “ქართული სპორტის ქომაგები” “პუტინ ხუილოს” ყველა მატჩის დროს სკანდირებდნენ და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გუშინ ყოფილა.
ჩვენი უკრაინელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო და მათი ქვეყნის მისამართით მხარდამჭერი გზავნილი.
“ქართველმა გულშემატკივრებმა პოზნანის სტადიონზე უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გამოხატეს თავიანთი პირადი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პატივისცემას მოითხოვს.
ქართველმა ფანებმა რუსეთის პრეზიდენტზე ცნობილი სიმღერა შეასრულეს. მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ისინი სულაც არ არიან აღფრთოვანებული რუსი დიქტატორით”, – წერს გამოცემა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings