in

ვიდეო: მამუკელაშვილის 15 ქულა 18 წუთში და სფურსის გამარჯვება იუტასთან

Jazz Spurs Basketball

სანდრო მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი მატჩი მიმდინარე სეზონში. მართალია, ჯერ ნბა-ს რეგულარული ჩმპიონატი არ დაწყებულა, თუმცა საგამოფენო მატჩები სწორედ მისთვის მოსამზადებლად და გუნდის ოპტიმალური შემადგენლობის შესარჩვადაა საჭირო.

სანდროც ყოჩაღობს და როგორც ჩანს, სან ანტონიოს როტაციაში საკმაოდ კომფორტულ ადგილს დაიკავებს, სადაც სათამშო დრო საკმარისად ექნება და დანარჩენი პირადად მასზე იქნება დამოკიდებული. მესამე საგამოფენო შეხვედრა სფურსმა სან ანტონიოში იუტა ჯაზთან გამართა და 126:120 დაამარცხა.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა ფორვარდმა 15 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი სფურსის ერთ-ერთმა ლიდერმა, კელდონ ჯონსონმა ჩააგდო, რომელიც ასევე სათადარიგო იყო და 23 წუთში თავი 20 ქულას მოუყარა.

„სპურსი“ მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს მაიამიში გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ: ვილი სანიოლი ცუდი დასაწყისის მიზეზს დაადგენს

რატომ წავაგეთ უკრაინასთან? ბალახი და ქაცვები – ქართველების მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს