in

ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი მატჩი დათმო. უკრაინამ 1:0 მოგვიგო. თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა მცირე კომენტარი გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი:

“მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები, როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოველთვის ვერ მოიგებ: უკრაინამ ისევ გვაჯობა

ეს გზის ნაწილია: კაპიტანი ამბობს, რომ თბილისში უკეთ ვითამაშებთ