in

ყველაზე ძვირი ფეხბურთელები ესპანეთში: მბაპე არ არის პირველი

ვინისიუსი ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.

Transfermarkt-მა განაახლა ლა ლიგის მოთამაშეების საბაზრო ღირებულება და მადრიდის “რეალის” გარემარბს 200 მილიონ ევროდ აფასებს. ეს ისტორიაში მესამე შემთხვევაა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შემდეგ.

ვინისიუსი ასევე, ჰოლანდთან ერთად, ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას ხელმძღვანელობს.

ლა ლიგის ტოპ 10 ასე გამოიყურება:

ვინისიუსი (მადრიდის რეალი) – 200 მილიონი ევრო
ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი) – 180 მილიონი
კილიან მბაპე (მადრიდის რეალი) – 180 მილიონ
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 150 მლნ
ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის რეალი) – 130 მლნ
როდრიგო (მადრიდის რეალი) – 110 მლნ
აურელიენ ჩუამენი (მადრიდის რეალი) – 100 მილიონი
ედუარდო კამავინგა (მადრიდის რეალი) – 100 მილიონი
გავი (ბარსელონა) – 90 მლნ
პედრი (ბარსელონა) – 80 მლნ.

ატლეტიკოს ფორვარდმა ხულიან ალვარესმა მე-11 ადგილი დაიკავა – ის 75 მილიონ ევროდ შეფასდა. შემდეგია ატლეტიკის გარემარბი ნიკო უილიამსი 70 მილიონით.

    What do you think?

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    GIPHY App Key not set. Please check settings

    რეალს ყველაზე მეტი ადამიანი უყურებს

    მსოფლიოს უძვირესები: ჰოლანდი და ვინი 200-იანები არიან