ესპანეთში ტელემაყურებელს ყველაზე მეტად მადრიდის “რეალის” მატჩები იზიდავს.
Barlovento Comunicación-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მადრიდული კლუბის თითოეულ თამაშს საშუალოდ 1 518 000 ადამიანი უყურებს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, მოქმედი ჩემპიონები საფეხბურთო გუნდებს შორის ქვეყანაში პირველ ადგილზე არიან.
მეორე ადგილზე “ბარსელონაა” 1 289 000 უნიკალური მაყურებლით. რეიტინგში მესამე ადგილზეა მადრიდის “ატლეტიკო” (1,161,000), შემდეგ მოდის “ვილიარეალი” (1,056,000).
დანარჩენ კლუბებს საშუალოდ მილიონზე ნაკლები აქვთ.
GIPHY App Key not set. Please check settings