in

ძალა ჩვენშია: საჭიროა წინსვლა გავაგრძელოთ – გიორგი ქოჩორაშვილს ერთიანობის სჯერა

საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. ერთა ლიგის მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა ესპანური „ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„მოახლოებულ მატჩებს ჯგუფის ლიდერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ. მაგრამ, პროგრესი მუდმივია, არასდროს უნდა შევჩერდეთ და საჭიროა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ.

დიდად არ მიყვარს მეტოქეებზე საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინა ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია, თუმცა ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. ძალას გვაძლევს ის ერთიანობა, არა მხოლოდ იმ 23 მოთამაშის, რომლებიც დღეს აქ ვართ, არამედ მთელი ქვეყნის.

ძალიან სასიამოვნო იყო გოლების გატანა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს და მომავალ თაობას, რომელიც გვიყურებს, ის ძალა და ერთიანობა, რათა ისწავლონ, რომ ამით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“.

უკრაინა – საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე: ოთარ კაკაბაძეს უნდა, რომ ქომაგები სახლში ბედნიერები დააბრუნოს

ეს სერია უნდა გაგრძელდეს: მამარდა რთულ თამაშს და წინააღმდეგობას ელის