in

გეგმა უკვე შევასრულეთ, ახლა თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: დღეს ახალგაზრდულს შვედეთი მეორე ადგილს შეეცილება

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით განაახლებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, იენჩეპინგი უმასპინძლებს.

ნაკრებმა, იენჩეპინგის სტადსპარკსვალენზე, შვედეთთან გასამართი მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ვარჯიშამდე, მატჩის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ – ირაკლი აზაროვმა ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე:

“დასკვნით ეტაპზე ვართ მისული. ის გეგმა, რომელიც ციკლის დასაწყისში გვქონდა, რომ ბოლომდე ბრძოლაში ვყოფილიყავით, უკვე შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია და ამის უკან ძალიან დიდი შრომაა – ფეხბურთელების, სტაფის, ხელმძღვანელობის… ყველასი, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში…

ახლა მოვიდა ის ეტაპი, როცა თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან, თუ რა დონის თამაში უწევთ და რა დონის გუნდთან. ამ მატჩში მთავარი იქნება ხასიათი. ეს კი ჩემს გუნდს ყოველთვის გამოარჩევდა. ამ მხრივ, მე მწამს ჩემი ფეხბურთელების…

სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, მომზადებისთვის დრო არ გვქონდა საკმარისი. მაგრამ ვფიქრობ, რაც გვქონდა, ის დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ დაა თამაშისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება შემადგენლობას, ის არ არის ისეთი, როგორც წარმომედგინა – არ არიან საბა საზონოვი, გაბრიელ სიგუა, ლუკა გაგნიძე… საბა გოგლიჩიძეს დანაკლისს ვერ დავარქმევ, რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანაა, უწყვეტად მივაწოდოთ კადრები ეროვნულ ნაკრებს. საბას წარმატებებს ვუსურვებ.

შვედეთთან ბათუმურ მატჩი ერთი წლის წინ იყო და ის თამაში თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს ვიყავით ჩვენ. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ არაერთი შანსი, თორემ დღეს ცხრილში სულ სხვა სურათი გვექნებოდა…

იმის მერე შვედეთის ნაკრები გაიზარდა, უფრო გამოცდილია, მაგრამ ჩვენც ვიზრდებით და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. შვედებს ორივე თამაშში გამარჯვება სჭირდებათ და არც ჩვენ გვაქვს რამე დასაკარგი. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მშვიდად, ვითამაშოთ ჩვენი თამაში და ისე მივიდეთ ბოლო მატჩამდე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყოთ დამოკიდებული“.

ირაკლი აზაროვი:
“მიხარია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ვეხმარები. ეს ორი თამაში უნდა მოვიგოთ და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. შვედები სახლში თამაშობენ, გამარჯვება სჭირდებათ და “მაღალ” პრესინგზე წამოვლენ. ჩვენც მზად ვართ დავხვდეთ”.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

ჩვენ გუნდს, გასული 6 ტურის შემდეგ, ჯგუფში 16 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება. 14 ქულით შვედეთი მე-3 ადგილს იკავებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქუთაისმა ევროპა სლოვაკეთში დაიწყო: წავაგეთ, ახლა ბილბაოს შევხვდებით

მიზანი კვარაცხელიასთვის ხელფასის მომატება თუ სხვა კლუბში გადაყვანაა – რა წერია ფიფას რეგლამენტში?