„ქუთაისმა” ევროტურნირბზე თამაში დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრაში დამარცხდა – სტუმრად სლოვაკურ “პრევიძასთან” 69:77.
ეს გახლავთ ფიბა-ევროპის თასის 2024/25 წლების გათამაშება.
ჩვენს გუნდში ლეგიონერებს არ უთამაშიათ. საუკეთესო კი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
18 ქულა და 5 მოხსნა მიითალა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო გიორგი ოჩხიკიძეს ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასია.
“ქუთაისი” ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს 16 ოქტომბერს თბილისში, “ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings