in

მეტოქე: ფეხბურთელებს ნაკრებში წასვლა არ უნდათ, იქ კატასტროფული ატმოსფეროა – რის ხარჯზე შეუძლია უკრაინას საქართველოს დამარცხება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს, მე-3 ტურში, უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შევხვდებით.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ “შახტარის” საიტთან კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა გააკეთა:

“პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და რთულ სიტუაციაში ვართ. ახლა წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს, დადებითი შედეგების მიღება გვჭირდება. საქართველოსთან პირველი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე როგორც ჩეხეთთან. პოლონეთში ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ”.

“კარპატის” ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაილ კოპოლოვეცმა უკრაინელთა პრობლემებზე ისაუბრა. “არ მინდა მჯეროდეს, რომ მოთამაშეებს ნაკრებში წასვლა არ უნდათ. თუმცა, სხვადასხვა წყაროებიდან მესმის, რომ იქ კატასტროფული ატმოსფეროა. ყველაფერი შესძლებელია, ამიტომ ძნელი სათქმელია.

ახლა ტრავმების ეპიდემიაა და საწყენია, რომ ისინი ქვეყნის მთავარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, მაგრამ რაც მესმის, იქ ნეგატიური ატმოსფეროა. ვფიქრობ, ეს არავისთვის საიდუმლო არაა”, – ციტირებს კოპოლოვეცს NV.

უკრაინის ნკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორობეიმ Sport.ua-სთან იმაზე ისაუბრა, რის ხარჯზე შეუძლიათ საქართველოს დამარცხება.

“თუ უკრაინა ღრმად უკან ჩაჯდება, ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიჭერს და ქართველების გახსნას დაელოდება, არაფერი არ გამოვა. “შახტარმა” და “დინამომ” ამ სქემით თამაშს თავი უნდა დაანებონ, როდესაც ბურთს მხოლოდ პასის გამო ფლობენ. ეს საჭირო არ არის. აგრესიულობაა აუცილებელი, განსაკუთრებით შეტევაში. რაც უფრო მაღლა აწეულები ვიქნებით, მეტოქის კართან ახლოს, უფრო მეტი შანსი გვექნება, რათა რამე გამოგვივიდეს. მაშინ მომენტებს შევქმნით.

მგონია, მათ კართან ახლოს ჩვენი პირობები უნდა ვუკარნახოთ. დაუშვებელია მათ ფლანგის ფეხბურთელებს გაქცევის საშუალება მივცეთ, რადგან ძალიან სწრაფი გარემარბები ჰყავთ. ვფიქრობ, დაზღვევა ორმაგი ან სამმაგი უნდა გვქონდეს, თუმცა ამისათვის ძალა და ფიზიკური კონდიციები დაგვჭირდება. აუცილებელია ფეხბურთელები ორივე ტაიმის ჩასატარებლად იყვნენ მზად. მარტივად, ტექნიკის და ვიღაცების სახელებით ახლა ვერ მოიგებ. ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

ამჟამად ამ მაჩვენებლებით ყველა ნაკრები პრაქტიკულად გათანაბრდა. არავის არ აქვს ინდივიდუალური უპირატესობა. არის ტაქტიკა, არის გუნდის მომზადება. აი, ამაზე გვმართებს ყურადღების გამახვილება”.

მომავალი მატჩის წინ Sport-express.ua-სთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ კუჩერმა ისაუბრა:

“ცხადია, რთული იქნება, ვინაიდან ეს ტურნირი ცუდად დავიწყეთ, მოგება კი გვინდა. ქართველებმა პირიქით, ორი გამარჯვებით დაიწყეს და საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან.
ორი ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ნაკრებში ბოლო შეხვედრებთან დაკავშირებით დიალოგი იქნება, შეცდომების ანალიზი. შესაძლოა, ახალი ფეხბურთელების დიდი მონდომებით დადებითი შედეგის მიღწევა მოხერხდეს”.

sportall.ge

P.S. უკრაინის ნაკრები საქართველოსთან გასამართ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება.
მათ ლუნინი, მალინოვსკი, ციგანკოვი, ზინჩენკო და მიკოლენკო ვერ დაეხმარებიან!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველას გვიხარია ნაკრებში ჩამოსვლა: ზურიკო აპირებს საკლუბო გოლები ნაკრებშიც გადმოიტანოს

იმედია ისიამოვნებთ: მესიმ სუნამო გამოუშვა – რა ღირს