in

კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ჯილდო გადასცეს

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გრაცის „შტურმის“ ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ბრუნო გალაზე“ გადასცეს.

„ბრუნოს“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) ორგანიზატორი ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირია, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, გამარჯვებულები კი ვენის „მარქს ჰოლში“ დაჯილდოვდნენ.

კიტეიშვილმა გასულ სეზონში მოიგო ჩემპიონატიც და თასიც და დიდებული სეზონი ორი ტიტულით დაასრულა.

ჩვენიანმა ყოფილ თანაგუნდელებს, ჯონ გორენც სტანკოვიჩს და ალექსანდრ პრასს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი მანამდე ავსტრიის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სხვა ვერსიითაც დაასახელეს, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე გავლენიანი მწვრთნელები ისტორიაში: ნახეთ ვინ არის ლიდერი

ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება: ნაკრები მზადებას განაგრძობს, უკვე 20 კაცით