საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა. შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, მსუბუქად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 8 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
შეკრების პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობის და ერთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის მზადების შესახებ ოთარ კაკაბაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კაკაბაძე:
“ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან”.
გიორგი გოჩოლეიშვილი:
“გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის.
უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად”.
GIPHY App Key not set. Please check settings