საბა გოგლიჩიძემ ისევ ძირითადში ითამაშა და თან სრულად.
სერია A-ს მე-7 ტურში “ემპოლი” სტუმრად “ლაციოსთან” დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ეს ქართველის გუნდისთვის პირველი წაგებაა ჩემპიონატში.
45+4 წუთზე მატია ძაკანიმ თავით თამაში გოგლიჩიძეს დაასწრო და სხვაობა აღადგინა.
ჩვენიანს საუკეთესო თამაში არ ჰქონია. Flashscore-მა ქართველ მცველს ყველაზე დაბალი შეფასება – 5.9 დაუწერა.
ლაციო – ემპოლი
გოლები: 0:1 ესპოსიტო (9), 1:1 ძაკანი (45+4), 2:1 პედრო (84)
“ემპოლი” 10 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს სახლში “ნაპოლისთან” ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings