ლა ლიგის მე-9 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ლეგანესს“ ესტუმრა და ქულა წამოიღო – 0:0.
ქართველმა მეკარემ მორიგი მშრალი მატჩი ითამაშა. შეხვედრა დაძაბული კი გამოვიდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ ყოფილა და ჩვენს მეკარესაც ბევრი საქმე არც ჰქონია.
75-ე წუთზე საჯარიმოში როზიე შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილს ვერ აჯობა. წამატებულ დროში კი მასპინძლებმა ბურთი ძელს გაარტყეს.
მამარდას შეფასებები: sofascore – 6.6, whoscored – 6.3, flashscore – 6.3.
გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მესამედ შეინახა (ბოლო 4 მატჩში).
„ვალენსია“ 6 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს შინ „ლას-პალმასთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings