in

გვინდა: ნაკრებმა დინამოზე ითამაშოს, ნაკრებს საკუთარი ბაზა ჰქონდეს, სანიოლთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ…

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე მორიგი ორმატჩიანი დაპირისპირება ელის. დღე ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა პრესკონფერენია გამართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდა და მან მოახლოებულ თამაშებსა და ნაკრების ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ალექსანდრე იაშვილი:

„ჩვენი მიზანი „დინამო არენაზე“ თამაშია, მაგრამ გვსურს სტადიონის ტრიბუნები ბოლომდე შეივსოს. როდესაც ეს მოხერხდება, ეროვნულ სტადიონს დავუბრუნდებით. რაც შეეხება ბათუმში მატჩს, გვსურს, ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს.

სურვილი გვაქვს ნაკრებს საკუთარი მოსამზადებელი ცენტრი ჰქონდეს, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მოემზადება, მათ შორის ქალთა ნაკრებიც.

ირანში არსებული სასაზღვრო პრობლემების შესახებ გიორგი გველესიანს ველაპარაკეთ. ყველანაირად დავეხმარებით, რომ ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლაში ხელი არ შეეშალოს.

ახალგაზრდული ნაკრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კარგი კომუნიკაცია გვაქვს და ამიტომ ირაკლი აზაროვი გუნდს შვედეთში დაეხმარება, სადაც ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

სურვილი გვაქვს ვილი სანიოლთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს”.

საქართველოს ეროვნული გუნდი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს. ნაკრები მატჩებისთვის მომზადებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა შეიძლება სექტემბერის ფეხბურთელი გახდეს

საქართველოს უკვე ყველა სერიოზულ ძალად აღიქვამს: რას ამბობს ვილი სანიოლი ფეხბურთელებზე