36 წლის ლუკა მოდრიჩი ევროპის ერთა ლიგის ფორმატს ეხმაურება.
წარმოიდგინეთ, ლუკა 36 წლის არის. გასულ სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და ამის შემდეგ ყოველგვარი ყოვნის გარეშე 10 დღიან ინტერვალში 4 მატჩი. სიგიჟეა!
ახლა წარმოიდგინეთ, რომ „ლივერპულის“ მოთამაშე ხართ და სეზონში 67 მატჩის ჩატარება მოგიწიათ. ჰო, იმის გამო, რომ მერსისაიდელები ყველა ტურნირის ფინალში გავიდნენ, სარეკორდო რაოდენობის მატჩების ჩატარება მოუხდათ.
ეს არის თემა, რომელსაც სიღრმეში ჩასვლა და ჭეშმარიტების იქ ძებნა არ სჭირდება. საშუალოდ, პრემიერ ლიგის ერთი მოთამაშე მატჩისას 9 კილომეტრს ფარავს. რეალურად, უფრო მნიშვნელოვანია აჩქარებების რიცხვი. პრემიერლიგაში ეს მაჩვენებელი 17,2 -ია. თან, გაითვალისწინეთ, რომ სეზონის მსვლელობისას 3 სანაკრებო პაუზა გიწევთ და ამ ყველაფრის შემდეგ, სეზონი ჩამთავრდა, მაგრამ 10 დღეში 4 ჯერ გიწევთ მოედანზე გასვლა.
ამ საკითხს არაერთხელ შეხებიან დიდი მწვრთნელები. მაგალითად, იუგენ კლოპი ასეთ პირობებს დანაშაულად მიიჩნევს. გვარდიოლაც სადღაც იქვეა. ბოლო წლებში ვარჯიშზე დატვირთვა მკვეთრად გაიზარდა, აღარაფერს ვამბობთ აურაცხელი რაოდენობის მატჩებზე.
მოკლედ, ადამიანის შესაძლებლობების სამანზე ტრიალი კარგი ამბავი არ არის. კოკა წყალზე ტყდებაო…
GIPHY App Key not set. Please check settings