“უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ მოახლოებულ ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ილაპარაკა და უპასუხა კითხვას – ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს უქმეებზე?
“უკვე ვთქვით, რომ გიორგიმ გადაიტანა ზურგის სპაზმი, რამაც მოძრაობის საშუალება მოუსპო. ის ჯერჯერობით არ ვარჯიშობს გუნდთან ერთად, მაგრამ იმედიც მაქვს, მზად იქნება შაბათის მატჩისთვის. ახლა ამის შანსი უფრო მეტია, ვიდრე 50/50-ზე. ვნახავთ, როგორ ჩაივლის პარასკევის ვარჯიში და ამის შემდეგ გვეცოდინება”, – თქვა ქლევერლიმ.
შაბათს, 21 სექტემბერს, “უოტფორდი” სტუმრად ეთამაშება “ნორვიჩს” (დასაწყისი 15:30), ხოლო კიდევ სამ დღეში (24 სექტემბერი) “მანჩესტერ სიტის” უნდა ესტუმროს ლიგის თასის შეხვედრაში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings