in

რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოსკოვშია, მაგრამ ღიად გმობს აგრესიას და ამის არ ეშინია

იგორ დენისოვი, რომელსაც რუსეთის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული, რუსეთისაგან უკრაინის ოკუპაციის მცდელობას კატასტროფასა და სრულ კოშმარს უწოდებს.

მისი ინტერვიუ სპორტულმა ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა იუთუბ გვერდზე გამოაქვეყნა:
„ამ სიტყვებისათვის ალბათ დამიჭერენ, მაგრამ სიმართლეს ვერ წავუვალთ, ეს სრული კატასტროფაა!“.
დენისოვი, რომელსაც „ზენიტის“ შემადგენლობაში 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და კარიერა 2019 წელს დაასრულა, ამბობს, რომ მას უყვარდა საკუთარი ქვეყანა და მისი დატოვება არ სურდა.

„ომის დაწყებიდან მესამე დღეს პუტინს ღია წერილიც მივწერე. ვუთხარი, რომ დაჩოქებისთვისაც მზად ვიყავი, ოღონდ ეს საშინელება შეეჩერებინა, რადგან მე თავმოყვარე ადამიანი ვარ“. ის ხალხი, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, რუსეთში სერიოზული წნეხის ქვეშ ჰყავთ მოქცეული. ზოგს იჭერენ, ზოგსაც აჯარიმებენ.

საგულისხმოა, რომ ინტერვიუს ჩამორთმევისას, არუსტამიანმა დენისოვის მიერ გამოყენებული ომი, აგრესია და ოკუპაცია, სპეციალური ხმოვანი სიგნალით დაფარა, რათა სპორტსმენს პრობლემები არ შეექმნას.

კიდევ უფრო საინტერესოა, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ძლიერი სპორტული გამოცემის „სპორტს.რუ”-ს ინტერპრეტირება. იქ, სადაც დენისოვმა ომი და შეჭრა გამოიყენა, რუსულმა გამოცემამ ცხოვრება 24 თებერვლის შემდეგ უწოდა. ასეთია ცენზორი 21-ე საუკუნეში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა ვარსკვლავის მატჩი: ჭუჭყსა და ტალახში – ვიდეო

ლუკა მოდრიჩი ერთა ლიგის წინააღმდეგ: 10 დღეში 4 მატჩი? ეს უბრალოდ არაჰუმანურია