in

კიდევ ერთი ქართველი ლიგაზე: კიტეიშვილის დებიუტიც მარცხიანია

ჩემპიონთა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის დებიუტი შედგა, რომლის „შტურმი“ საფრანგეთში „ბრესტთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და 78-ე წუთზე გავიდა.

კიტეიშვილმა საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა.
ავსტრიელებმა წონასწორობა 45+1-ე წუთზე აღადგინეს. კიტეიშვილის წამოწყებული იერიში დანიელმა თავდამსხმელმა, ვილიამ ბოვინგმა განავითარა და კარში დაარტყა, „ბრესტის“ ფეხბურთელმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბრესტი – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 მანიეტი (23), 1:1 ფერნანდეში (45+1), 2:1 სიმა (56)

„შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს შინ „ბრიუგესთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 13 ქულა: ქართველი ცენტრი სეზონს ფორმაში ხვდება

ბარსამ წააგო, ატლეტიკო გამოძვრა: ბაიერი ბაიერნს ბაძავს