in

მასზე კიდევ ბევრჯერ გაიგებთ… იტალია გოგლიჩიძემაც გადარია

საბა გოგლიჩიძის მიერ სერია A-ში ჩატარებულ ორ შეხვედრას იტალიურ მედიაში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. პრესა აღტაცებულია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თამაშით და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

ვნახოთ, რას წერს იტალიური მედია გოგლიჩიძეზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი კოლეგების ასეთი გამოხმაურება საბას უფრო მოტივირებულს გახდის…

ერთ-ერთი გამოცემა, რომელმაც საბა გოგლიჩიძეზე წერილი მოამზადა, არის Kickest.it, რომელიც წერს: “საბა გოგლიჩიძემ უკვე მოახერხა ჩვენი ყურადღების მიქცევა. მცველს, რომელიც დაიბადა 2004 წელს, აქვს ყველა მონაცემი საიმისოდ, რომ ქართული საფეხბურთო სკოლის მორიგ ბრწყინვალე წარმომადგენლად იქცეს. ეს ფეხბურთელი, რომლის სიმაღლეა 193 სანტიმეტრი, შესანიშნავად კითხულობს თამაშს და მინდორზე უაღრესად დამაჯერებლად მოქმედებს.

“იუვენტუსთან” უგოლოდ დასრულებულ შეხვედრაში ის ზედიზედ მეორედ გამოჩნდა “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში. ეს იყო მის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განაცხადი, რადგან მან თავის ფლანგზე მოთამაშე ქენან ილდიზსა და სამუელ მბანგულას არაფერი დაუთმო. მან მოიგო 6-დან 4 უშუალო დუელი, გარდა ამისა, მატჩის განმავლობაში განახორციელა 6 ართმევა. მთლიანობაში, გოგლიჩიძემ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა.

“იუვენტუსთან” მატჩის დასრულების შემდეგ “ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დ’ავერსამ აღნიშნა, რომ გოგლიჩიძემ გამოცდილი ვეტერანივით ითამაშა. ის სრულ ნდობას უცხადებს ახალგაზრდა ქართველ მცველს და დარწმუნებულია, რომ ის კიდევ მოუმატებს და რომ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელიც მცველისთვის კლასიკური “2 ნომრით” თამაშობს, კიდევ არაერთხელ გავიგებთ”, – წერს Kickest.it&

კიდევ ერთი წერილი საბაზე, ამჯერად Sport.Quotidiano.net-ისგან: “ემპოლიში” მისი გადმოსვლიდან 8 თვე გავიდა. მან უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მოედანზე. მას შემდეგ, რაც სათადარიგოთა სკამზე გაატარა გასული სეზონის მეორე ნახევარი და მიმდინარე სეზონის ორი სასტარტო მატჩი, “ბოლონიასთან” და “იუვენტუსთან” მინდორზე 180 წუთი დაჰყო.

ეს არის ფიზიკურად ძლიერი მცველი, ვინც მინდორზე ძალიან სწორად არჩევს პოზიციას. ის ბურთთან ერთადაც ძალიან კარგია. ყველას აინტერესებდა, როგორ ითამაშებდა გოგლიჩიძე მას შემდეგ, რაც ძირითადში მიიღო შანსი. მან ისე წარმოაჩინა თავი, თითქოს, მთელი ცხოვრებაა, ამ გუნდის ღირსებას იცავს.

აღსანიშნავია, რომ გოგლიჩიძე საჭირო დროს შლიდა მოწინააღმდეგის შეტევებს. გარდა ამისა, სწორ, დროულ მეურვეობას უწევდა მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს. გოგლიჩიძე ამტკიცებს, რომ ის “ემპოლის” პირველკაცის, ფაბრიციო კორსის მორიგი სწორი ინვესტიციაა”, – წერს გამოცემა და ლევან მჭედლიძის სიტყვები მოჰყავს:

“ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და მიხარია, რომ სწორედ “ემპოლის” ღირსებას დაიცავს. იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი, ის კიდევ უფრო გაიზრდება”, – 8 თვის წინ სწორედ ასე წარუდგინა გოგლიჩიძე იტალიას მჭედლიძემ, ვინც ამ ტრანსფერის განხორციელებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.

“იმ დროს, როცა გუნდში მოვედი, მას ვარჯიში და იტალიურად ლაპარკი უჭირდა. ახლა ბევრად მოუმატა. საჭიროა, კარგად ისწავლოს იტალიური ენა, რაც მას პარტნიორებთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მაგრამ მთავარია, მას ესმი საფეხბურთო ენა. გოგლიჩიძე ძალიან იხვეწება. მან ნამდვილი ვეტერანივით ითამაშა, მაგრამ არც ის მინდა, რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დავაკისრო, ვიდრე ეს სასურველია”, – ეს კი “ემპოლის” მთავარი მწვრთნელის, რობერტო დ’ავერსას სიტყვებია.

“აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსთან” მატჩში გოგლიჩიძემ, უბრალოდ, გააქრო მოედნიდან ილდიზი. გარდა ამისა, მას 6 ართმევა ჰქონდა, რაც პარტნიორებს შორის საუკეთესო შედეგი იყო”, – წერს იტალიური საინფორმაციო საშუალება.

20 წლის გოგლიჩიძე ქუთაისის “ტორპედოს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მან იმერული კლუბის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშიც მოასწრო, “ემპოლიში” კი მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა გვაქვს შესაძლებლობა ეს ფეხბურთელები თბილისში ვიხილოთ: რეალი, ლივერპული, ბაიერნი… ვინ იქნება შემდეგი

ინტერი ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდაო