ერთა ლიგის მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. თავიდან ითქვას, რომ თამაში ვროცლავში ჩატარდებოდა, თუმცა ახლა დაზუსტდა, რომ შეხვედრა იმავე პოლონეთში, ოღონდ ქალაქ პოზნანში გაიმართება.
ქართველი გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ბილეთის მომხმარებლებმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings