“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.
“ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “კვარას” თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.
რაც შეეხება მერეტს, ის “ნაპოლის” სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა”, – განაცხადა მანამ.
შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ “ნაპოლი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
–
“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველების უხეშობაზე ისაუბრა:
“უფრთხილდით ფედერიკო გატის, იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს. ასე უკეთესი იქნება. ამას უფრო მას შემდეგ ვწერ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვჩივით, თუმცა საამისო მიზეზი გვაქვს.
კვარაცხელია “ნაპოლის” და მთელი სერია A-ს ვარსკვლავია. ეს ბიჭი მეურვეთა სისტემატური სამიზნეა, რომლებიც მომაკვდინებელი ხერხებით მის კოჭ-წვივებზე კონკრეტული მიზნით არიან დაგეშილი და ცდილობენ, ტკივილი მიაყენონ, რაზეც მსაჯები არასოდეს არ რეაგირებენ.
“ნაპოლის” მეტად არ აქვს დუმილის უფლება. აურელიო დე ლაურენტისმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოს. კარგ ფორმაში მყოფი “კვარა” შაბათს იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს, ფედერიკოს გატის დაუპირისპირდება. უფრთხილდით მას! არა ხვიჩაზე ნადირობას!”
sportaal.ge
GIPHY App Key not set. Please check settings