in

საბა გოგლიჩიძემ იუვენტუსთან სრულად ითამაშა

საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითადში და თან ვისთან – „იუვენტუსთან“, რომელთანაც „ემპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ქულა მოიპოვა – 0:0.

20 წლის ქართველმა ნდობა გაამართლა. ბოლომდე ითამაშა და საკმაოდ ღირსეულად. დაცვაშიც საიმედო გახლდათ და შეტევებშიც თამამად ერთვებოდა.

მისი შეფასებებია: Flashscore.com – 7.0; Sofascore.com – 7.2; Whoscored.com – 6.8.

„ემპოლიმ“ 6 ქულა დააგროვა და 4 ტურის შემდეგ მე-7 ადგილზეა. 20
სექტემბერს კი გასვლაზე „კალიარის“ შეხვდება.

„ემპოლის“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა საბა საზონოვი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას ლევანტემ მოიგო და ლიდერია

ჩაკვე კარგადაა: მუხლი არა, ზურგის სპაზმი