ლა ლიგა 2-ის მე-5 ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ელდენსეს“ 3:1 მოუგო.
გიორგი ქოჩორაშვილი ამ ჯერზე ძირითადში არ ყოფილა, ის 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ამის მერე გაიტანა “ლევანტემ” ორი გოლი.
აღსანიშნავია, რომ მეტოქეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაუძევეს ორი ფეხბურთელი.
ქოჩორაშვილის შეფასებები: Flashscore.com – 6.5; Sofascore.com – 6.9.
ლევანტე – ელდენსე 3:1
გოლები: 0:1 ჩაპელა (41), 1:1 მარტინესი (44), 2:1 ესპი (74), 3:1 ალვარესი (81)
„ლევანტე“ 11 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს გასვლაზე „სარაგოსას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings