in

არის ქამარი: მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია!

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

თითქმის ყველა რაუნდი ჩვენიანის უპირატესობით წარიმართა. შესაბამისად, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად დვალიშვილს მიანიჭეს – 3:2.

5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა. პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.

ტიტულისკენ მიმავალ გზაზე დვალიშვილმა სამ ყოფილ ჩემპიონს აჯობა – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს.

მერაბისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველია, ვინც სანუკვარი ქამარი მოირგო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგენდების მატჩის შემადგენლობა ცნობილია: ვინ ჩამოდის თბილისში

ჩაკვეტაძემ ასისტი გააკეთა და უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო: ის საკაცით გაიყვანეს