ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასები მადრიდის „რეალშია“.
ლა ლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ ესპანეთის პირველი და მეორე დივიზიონის კლუბების ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის ხელფასები გამოაცხადა.
ხარჯების ლიმიტი მოიცავს ფიქსირებულ და ცვლად ხელფასებს, სოციალურ უზრუნველყოფას, კოლექტიური დაზღვევის შენატანებს, სატრანსფერო ხარჯებს აგენტების საკომისიოს ჩათვლით და ამორტიზაციას.
ამ მაჩვენებლით ლიდერად რჩება „რეალი“. მადრიდულ კლუბს ხელფასებზე 754,9 მილიონი ევროს დახარჯვა შეუძლია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მადრიდის “რეალის” ხარჯვის ჭერი 727,45 მილიონი ევრო იყო.
სახელფასო ლიმიტის მიხედვით მეორე ადგილზეა „ბარსელონა“ – იანვრიდან კატალონიური კლუბის მაქსიმალური შესაძლო ხარჯები 270-დან 426 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამავდროულად, როგორც Marca აღნიშნავს, „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, კლუბის ხელფასები გადატვირთულია და ზამთარში შესაძლოა კლუბს კიდევ ერთხელ შეექმნას მოთამაშეების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ესპანურ კლუბებს შორის მე-3 ადგილზეა მადრიდის „ატლეტიკო“, სახელფასო ლიმიტით 310,7 მილიონი ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings