700 მილიონი ევრო! ეს კატალონიის „ბარსელონას“ საერთო ვალია და გუნდი უმძიმეს ფინანსურ რეალობაშია. მიუხედავად ამისა, „ბლაუგრანა“ ესპანეთში ყველაზე მეტს იხდის ხელფასებში, თანაც იმის ფონზე, რომ ლალიგამ სახელფასო წესები გაამკაცრა.
ლაპორტას მოსვლას ბევრი იმედის თვალით შესცქეროდა და როგორც ჩანს, საფუძვლიანადაც. დირექტორატთა საბჭოზე გადაწყდა, რომ BLM – „ბარსელონას“ სალიცენზიო&მერჩენდაიზის 49.9%, დაახლოებით 200 მილიონ ევროდ გაასხვისოს, თან ისე, რომ უკან ყიდვის ოფციაც გააჩნიათ. ასევე, გადაწყდა, რომ სატელევიზიო უფლებების 25% 500 მილიონად გასხვიდეს. „ჩვენ უკვე გვქონდა შემოთავაზება, რომ 100% 10 წლის ვადით გაგვესხვისებინა და 1 მილიარდი აგვეღო, მაგრამ ეს არ შეიძლება“ – აცხადებს ლაპორტა.
მთლიანობაში, ფინანსური ბუსტი 700 მილიონი ევროა, ზუსტად იმდენი, რაც „ბარსას“ ვალების დაფარვას სჭირდება და კულეებს ახალი, სასიამოვნო, ტრიუმფით აღსავსე თავის იმედი აქვთ
GIPHY App Key not set. Please check settings