ლეო მესი ბარსელონაში ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მივიდა.
პსჟ-ს თავდასმხმელი შვებულების დროს ცოლთან ერთად სან ჟოან დე დეუს საავადმყოფოსთან არსებულ ონკოცენტრს ეწვია. ფეხბურთელი ამ დაწესებულებას ფინანსურ დახმარებას თავისი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით უწევდა.
„მე მართლა მსურდა ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მოსვლა. ძალიან მაინტერესებდა მენახა, რა გამოვიდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები დასრულდა.
მინდა მივულოცო ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი წვლილიც შევიტანე და მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც შემოგვიერთდა, რათა ბავშვებს დავეხმაროთ დაამარცხონ სიმსივნე. დიდი მადლობა თქვენ!“ – დაწერა მესიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings