in

არასოდეს დანებდე: რაშია საქართველოს წარმატება და როგორ არის კვარა – ბიჭების კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ალბანეთი დაამარცხა და ორიდან ორი მოგებითა და 6 ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გამარჯვების გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუდარებელი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მოედნის დატოვება მოუწია ჩვენი გუნდის ლიდერს. გაირკვა, რომ კვარაცხელია დაშავებული იყო და ტკივილგამაყუჩებლით თამაშობდა.

ეს უკვე სულ სხვა საქართველოა: ისევ მოვიგეთ…

მატჩის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს: ვილი სანიოლს ტრავმები არ უნდა

ხვიჩა კვარაცხელია:
„ნეაპოლში რომ ჩავალ, კოჭზე სურათს გადავიღებ, გადამიბრუნდა. ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ რაც მინდოდა არ გამომივიდა. ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი.
მთავარია მოვიგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვეცდებით ასე გავაგრძელოთ. მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ“.

გურამ კაშია:
„ძალიან რთული ური მატჩი იყო. ვიცოდით, რომ გარდამტეხი იქნებოდა პირველი გოლი და საბედნიეროდ, ეს გოლი ჩვენ გავიტანეთ.
ბედნიერი ვარ, საქართველოს ნაკრები სწორად და გამართულად თამაშობს. გოლის შემდეგ, დაცვაში მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ალბანეთმა მომენტი თითქმის ვერ შექმნა“.
ჩვენი წარმატების საფუძველი ის არის, რომ ყველა ფეხბურთელი თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება“.

გიორგი ქოჩორაშვილი:
„ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე.
არასდროს არ უნდა დანებდე, საკუთარი თავის ყოველთვის უნდა დაიჯერო, იშრომო მიზნისთვის და აუცილებლად აგიხდება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი წაგება საქართველოს ბრალია: ალბანური კომენტარები

იმაზე უკეთ, ვიდრე ეკუთვნის: ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდა ფეხბურთელები