in

ჩვენი წაგება საქართველოს ბრალია: ალბანური კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთი მისავე მოედანზე დაამარცხა და დიდ გულზე მყოფი ყველა იქაური გააჩუმა.
თამაშის შემდეგ ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ წაგება საქართველოს ნაკრებს „გადააბრალა“.

ეს უკვე სულ სხვა საქართველოა: ისევ მოვიგეთ…

ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს: ვილი სანიოლს ტრავმები არ უნდა

„ეს იყო უკრაინისგან განსხვავებული მატჩი. ორივე მხრიდან ტაქტიკურად დაძაბული მატჩი ვნახეთ. უნდა შევაქო საქართველოს ნაკრები და მათი მწვრთნელი.
როცა ბურთი გვქონდა, ყველა უკან ბრუნდებოდა. ეს ფიზიკურად რთული მატჩი იყო. ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ფეხბურთელებს კომპლიმენტები ვუთხარი.
ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური იქნებოდა.

ყოველთვის, როცა ვიგებთ, ამბობენ, რომ მე არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მარცხის დროს ხელს ჩემსკენ იშვერენ. ყველაფერს რეალურად რომ შევხედოთ, ქართველები ისე კარგად განლაგდნენ, ჩვენთვის შეტევა ადვილი არ ყოფილა.

საქართველო ევრო 2024-ზე ესპანეთთან გავარდა, პორტუგალია კი დაამარცხა, ძლიერი გუნდია. ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ. ერთ-ერთი მსოფლიოს ტოპ 20-შია, იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა“.

კომენტარი ფეხბურთელებმაც გააკეთეს.

მარაშ კუმბულა:
„რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი კონტრშეტევაზე სახიფათოდ თამაშობენ. უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა და საგოლე ეპიზოდის დროს ქართველების შეტევა წესების დარღვევითაც უნდა შეგევჩერებინა“.

ელსეიდ ჰისაი:
„ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან ჩადგა. საქართველო ჯგუფში უძლიერესად ითვლება. მაქსიმალურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“.

მარიო მიტაი:
„მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი ვირბინეთ, 2-3 შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და გაგვიტანეს. დაღლილობა ჩვენს მარცხს ვერ გაამართლებს, რამეთუ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა“.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას რვიანი: როგორ შეაფასეს ჩვენი ფეხბურთელები

არასოდეს დანებდე: რაშია საქართველოს წარმატება და როგორ არის კვარა – ბიჭების კომენტარები