ერთა ლიგაზე ჩვენმა ჯგუფელებმა ითამაშეს. ჩეხეთმა უკრაინას უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მეორე ტურის შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველი ორივემ წააგო.
ჩეხეთმა კარგად დაიწყო და 21-ე წუთზე “პლზენის” შემტევის პაველ შულცის გოლით დაწინაურდა. უკრაინელმა ვანატმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე წამებით ადრე (45+2) შულცმა დუბლი მიითვალა.
მეორე ტაიმში ჩეხების უპირატესობა მე-80 წუთზე სოუჩეკმა პენალტით ორამდე გაზარდა, ხოლო ბოლო გოლი 84-ე წუთზე სუდაკოვმა გაიტანა.
უკრაინამ ორიდან ორივე წააგო, ვერც ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა და მწვრთნელს მიადგნენ. “მივდივარ თუ არა ნაკრებიდან? არ მივდივარ. ცოტა მოიცადეთ”, – ასე უპასუხა უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ჟურნალისტებს.
ჩეხეთი – უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 შულცი (21), 1:1 ვანატი (37), 2:1 შულცი (45), 3:1 სოუჩეკი (80-პენ), 3:2 სუდაკოვი (84)
2 ტურის შემდეგ 6 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერია. ალბანეთს და ჩეხეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო უკრაინა უქულოდ ბოლოა.
III ტური
პარასკევი, 11 ოქტომბერი
ჩეხეთი – ალბანეთი
უკრაინა – საქართველო
IV ტური
ორშაბათი, 14 ოქტომბერი
საქართველო – ალბანეთი
უკრაინა – ჩეხეთი
GIPHY App Key not set. Please check settings