in

ეს უკვე სულ სხვა საქართველოა: ისევ მოვიგეთ…

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო: ურთულესი გასვლითი თამაში ალბანეთთან. რა დავინახეთ? საქართველოს ნაკრები ნამდვილ გუნდად ყალიბდება – შეუძლია გადაწყობა, ვითარების შეცვლა, ტემპის კონტროლი, ხიფათის შექმნა, მეტოქის წნეხში მოქცევა…

ალბანეთი იმაზე უკეთესი გუნდია, ვიდრე სახელი აქვს. ასეთი რთული თამაში შესაძლოა არც გვქონია ბოლო პერიოდში. მეტოქე ძალიან სწორად გვეთამაშა. იცოდა ჩვენი კონტრშეტევების ამბავი და ისე დადგა, რომ ამის შანსი არ მოეცა, უკან არ ათავისუფლებდა ზონებს. ამიტომ საქართველოს პერიოდულად პირველ ნომრად თამაში მოუწია, რიგ შემთხვევებში კი კონტრშეტევებით ჩხვლეტდა. გიორგი მამარდაშვილი ფხიზლად იყო, თუმცა ჩვენებმა იმდენი მოახერხეს, რომ მისთვის სერიოზული ხიფათი აეცილებინათ. აი ჩვენი შეტევები კი ბევრად სახიფათო იყო და მიუხედავად იმისა, რომ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა, თითქოს იკითხებოდა, რომ ერთ ეპიზოდში სადღაც გაგვივარდებოდა.

გაგვივარდა და თან როგორი – ქოჩორაშვილმა დაუვიწყარი გოლი ჩაჭედა და მერე ალალი იყო მისი სუპერმენული აღნიშვნა.

ეს უკვე გუნდია, ეს უკვე სხვა საქართველოა!..

ერთა ლიგა 2024/25. B1 ჯგუფი

ალბანეთი – საქართველო 0:1
10 სექტემბერი. ტირანა. “ეარ ალბანია არენა”. 20 344 მაყურებელი
გოლი: 0:1 ქოჩორაშვილი (71. კიტეიშვილის პასით)

ალბანეთი: სტრაკოშა, ჰისაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი, ასლანი, რამადანი, ნ. ბაირამი (82. უზუნი), ჰოჯა (61. ლაჩი), ასანი (73. სპაჰიუ), მანაი (73. სეფერი)
მწვრთნელი: სილვინიო

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (90+3. ალთუნაშვილი), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (75. დავითაშვილი), მიქაუტაძე (86. ზივზივაძე)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი, ტაბიძე, ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, გადრანი, ნონიკაშვილი, გოგლიჩიძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: კიტეიშვილი (84), ჩაკვეტაძე (89), უზუნი (90)
არბიტრი: ე. ლამბრეხტსი (ბელგია)

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Kvarevolutio – კვარაცხელიას რევოლუცია და ევოლუცია მარადონას კურთხევით

ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს: ვილი სანიოლს ტრავმები არ უნდა