in

რაც მეტს მიაღწევ, უფრო მეტი გინდა: ჩეხეთს ახლა უკეთ უნდა ვეთამაშოთ, ვიდრე ევროზე

საქართველოს ნაკრები ახალი ერთა ლიგას იწყებს და გულშემატკივარიც ახალი იმედითაა: ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაც მოჰყვეს.
ჩეხეთთან ხვალინდელ ურთულესი მატჩის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ახალი ოცნება გვაქვს: მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს – კაპიტანს მუნდიალზე უნდა

ვილიო სანიოლი:

„ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საოცარი შეგრძნება იყო. თუმცა, რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორედ ასეთი მოტივაცია აქვს. ევროპის ჩემპიონატის სახით რაღაც შესანიშნავს მიაღწიეს და მომავალში უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვთ, რათა კიდევ ერთხელ მოხვდნენ ასეთი დონის ტურნირზე.

ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ფეხბურთელებმა იციან, ჩეხეთი როგორ თამაშობს, მისგან რას ველოდოთ. ეს ჩვენი პლუსია.

ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები გამოვიძახეთ, ვინც ევრო 2024-ზე იყვნენ. ახლებიდან არიან ლუკა გადრანი და შოთა ნონიკაშვილი.

საბა გოგლიჩიძე ჩვენთვის ახალი მოთამაშე არაა. მის პროგრესს იტალიაში თვალს ვადევნებდით და გამოვიძახეთ, რომ ნაკრების გარემოს შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, გუნდს მალე გამოადგება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი ოცნება გვაქვს: მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს – კაპიტანს მუნდიალზე უნდა

ჩეხეთი საქართველოსთან მოგებას აპირებს: მეტოქეს ახალი გეგმა აქვს