ხვალ, 5 სექტემბერს, ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის დრაჟან პეტროვიჩის საპატივსაცემოდ შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ვარსკვლავები მიიღებენ, მათ შორის იქნება ჩვენი თორნიკე შენგელიაც.
ქართველმა კალათბურთელმა ამის შესახებ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
მატჩში მონაწილეობას მიიღებს არა ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, როგორებიც არიან : ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი და აგრეთვე ამ სიაში იქნება ჩვენი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც, რომლის გუნდსაც ლეგენდარული მწვრთნელები, ობრადოვიჩი და ნევენ სპაჰია გაწვრთნიან.
ამ ღონისძიებას სათავეში უდგას ალეკსანდერ პეტროვიჩი (დრაჟანის ძმა) და სწორედ მისი თქმით, თორნიკე ერთ-ერთი პირველი იყო ვისაც დაუკავშირდა ევროლიგის ვარსკვლავებიდან ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც ჩვენმა კაპიტანმა უპასუხა, რომ მისთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება დიდი პატივი იქნებოდა!
შეხვედრა ზაგრებში გაიმართება.
ევროპული კალათბურთის უკაშკაშესი ვარსკვლავი ავტოავარიაში 1993 წლის 7 ივნისს დაიღუპა. ის “ციბონას” გარდა ნბა-შიც თამაშობდა და “ნიუ ჯერსისა” და “პორტლენდის” ღირსებას იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings