გიგა ოჩხიკიძე ბირთვის კვრაში პარალიმპური თამაშების ჩემპიონი გახდა.
პარიზის პარალიმპური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონმა 33 წლის გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა პარა ათლეტმა (კატეგორია F53) ბირთვი 9,66 მეტრზე ჰკრა, რაც სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, გიგა ოჩხიკიძემ მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
მაგრამ…
ოჩხიკიძეს მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს!
ქართველ პარასპორტსმენს მიღწევა გაუუქმეს.
გიგა ოჩხიკიძემ მაროკოელ აბდელილა განის 0,22 მეტრით აჯობა. მესამე და მეოთხე ადგილებზე ირანელი და პოლონელი პარამძლეოსნები გავიდნენ.
მაროკოს და პოლონეთის დელეგაციებმა შედეგები გააპროტესტეს. ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯები გადაწყვიტეს, რომ ოჩხიკიძემ წესები დაარღვია და მისი შედეგი გააუქმეს.
ოფიციალური გვერდის თანახმად, ჩემპიონად მაროკოელია გამოცხადებული (აბდელილაჰ განი), ვიცე-ჩემპიონად ირანელი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორად პოლონელი.
GIPHY App Key not set. Please check settings