მეორე ბუნდესლიგის მე-4 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ სტუმრად დაუპირისპირდა ბოლო ადგილზე უქულოდ მყოფ „ბრაუნვშაინგს“ და 2:1 მოუგო. ეს კი დიდწილად ქართველი თავდამსხმელის ხარჯზე. ბუდუმ გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე შეაგდო და ისედაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
გოლის ეპიზოდში ბუდუმ თანაგუნდელის პასი მიიღო, მარჯვნიდან შევიდა საჯარიმოში და ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაგზავნა.
ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ 90+1 წუთზე შეცვალეს, როდესაც საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა.
ჩვენიანს ანალიტიკურმა საიტებმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერეს: sofascore – 7.6; whoscored – 7.8; flashscore – 7.7.
4 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 10 ქულით „ფორტუნასთან“ ერთად თანალიდერია (ერთადერთი ფრე სწორედ ამ გუნდთან აქვს), მომდევნო შეხვედრას კი 13 სექტემბერს გამართავს შინ 4-ქულიან „შალკესთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings