in

ნაპოლიმ ბოლოს მოიგო, ხვიჩა კარგი იყო

„ნაპოლიმ“ ჩემპიონტში მეორე მატჩი მოიგო, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდა – 2:1 „პარმასთან“. მეტოქე 10 კაცით იყო დარჩენილი, ნეაპოლელები აგებდნენ და ორივე გოლის გატანა მხოლოდ მსაჯის მიერ წამატებულ დროში მოახერხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარმელებს მეკარე გაუგდეს და კარში მოედნის მოთამაშე ჩადგა.

კვარაცხელია ძირითადში იყო და კვლავ ერთ-ერთი გამორჩეულიც. აქტიურობდა, კარში ურტყამდა, პასებს არიგებდა. ერთი-ორჯერ არაზუსტად დაარტყა, ერთი მცველმა დაბლოკა, მერე მეკარემ მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეკარემ სამჯერ არ გაატანინა.
ლუკაკუს გოლში კი ხვიჩას წვლილიც იყო.

ჩვენიანის შეფასებებია: Flashscore.com – 7.8; Sofascore.com – 8.2 (საუკეთესო); Whoscored.com – 6.8.

ნაპოლი – პარმა 2:1
გოლები: 0:1 ბონი (19, პენ), 1:1 ლუკაკუ (90+2), 2:1 ანგისა (90+6)
გაძევება: სუზუკი (77)

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა:
„გუნდმა ხასიათი გამოავლინა. ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე შეტევები გაეგრძელებინათ. მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს“.

“ნაპოლიმ” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მე-4 ადგილზეა და 15 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიას პირველი ქულა: როგორია მამარდას შეფასებები

მეტოქემაც ჩამოთვალა: როგორი გამოვიდა ჩეხეთის შემადგენლობა