in

მიქაუტაძის შანსების უშანსობა: ლიონმა მოიგო, როგორ არ უმართლებდა ჟორჟს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ სასტარტო ორი წაგების შემდეგ ლიგა 1-ში პირველი თამაში მოიგო – „სტრასბური“ 4:3 დაამარცხა, არადა 1:3-ს აგებდა და ქამბექი დასჭირდა.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენელობაში იყო და ერთი საათი ითამაშა. ის საკმაოდ გამორჩეული იყო მოედანზე, პარტნიორებსაც უქმნიდა შანსებს და თავადაც ჰქონდა მომენტები, თუმცა არ გაუმართლა და მისი მცდელობები მეკარემ განმუხტა. მარტო პირველ ტაიმში 4-5-ჯერ მიეცა შანსი.

მიქაუტაძის შეფასებებია: Flashscore.com – 7.4; Sofascore.com – 7.1; Whoscored.com – 6.7.

ლიონი – სტრასბურგი 4:3
გოლები“ 0:1 ნანასი (3), 1:1 ტოლისო (42), 1:2 სანტოსი (48), 1:3 ემეგა (58), 2:3 მეიტლენდ-ნაილზი (61), 3:3 ორბანი (63), 4:3 ორბანი (72)

მომდევნო შეხვედრას „ლიონი“, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 14 სექტემბერს სტუმრად „ლანსთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანა ჯაფარიძემ პარალიმპიადაზე ბრინჯაო აიღო

წითელი ბარათი მატჩის შემდეგ: ლოჩოშვილი 4 თამაშით დასაჯეს