in

მამარდაშვილი დღეს ლივერპულის ფეხბურთელი გახდება: სამედიცინო შემოწმება და ეგაა..

ის, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადადის, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდეა მისაყვანი. ეს საქმე კი დღეს მივა ბოლომდე.

ქართველი ფეხბურთელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და “ლივერპულთან” 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. პარალელურად, ხელი მოეწერება “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით დარჩენის კონტრაქტს.

როგორც იცით, ქართველი მეკარე მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება (ივლისში).ამ სეზონში კი „ვალენსიაში“ რჩება.
ესპანური გუნდი ამ გარიგებით 30+5 მილიონ ევროს მიიღებს და მერე კიდევ ერგება წილი, როდესაც მამარდაშვილს „ლივერპული“ გაასხვისებს. საუბარი 10%-ზეა.

ამის ინფორმაციას ისევ და ისევ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გაირკვა: ნოემბერში იტალიასთან გენუაში

კარლსრუეს ბუდუზე შვიდციფრიანი წინადადება აქვს, რომელზეც უარს ვერ იტყვის