in

ერთად უნდა ვიბრძოლოთ… რატომ ვერ ითამაშა კარგად მიქაუტაძემ

„ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, მაგრამ ვითარების შესაცვლელად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ“, – ასე გამოეხმაურა გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ლიგა 1-ში „ლიონის“ წარუმატებელ სტარტს.

საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში „ლიონი“ შინ ვიცე-ჩემპიონ „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა, ეს კი ქართველის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი აღმოჩნდა – ისიც აღსანიშნავია, რომ „ლიონს“ ჯერ გოლიც არ გაუტანია.

ლიონის ნოლები: მიქაუტაძემ იმ გუნდთან წააგო, სადაც თამაში შეეძლო

„მშობლიურ ლიონში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ საყვარელ კლუბში ლიგა 1-ში მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ძირითადში კი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ალექსანდრ ლაკაზეტი დაბრუნდა, მაგრამ მისი ძალისხმევა საკმარისი არ გამოდგა. ქართველი მოედანზე 17-ე წუთზე, ერნესტ ნუამას ნაადრევი ტრავმის შემდეგ გამოჩნდა. მწვრთნელმა მას მარცხენა ფლანგზე თამაში დაავალა. თავიდან გიორგი ენერგიულად მოქმედებდა, მაგრამ თანდათან, მისთვის უცხო პოზიციაზე, აქტიურად ვეღარ მოქმედებდა“, – ასე გამოეხმაურა მიქაუტაძის თამაშს „ევროსპორტი“.

მატჩის შემდეგ კომენტარი მიქაუტაძემაც გააკეთა და არ დამალა, რომ ცენტრალურ თავდამსხმელად ურჩევნია თამაში: „მწვრთნელმა მითხრა, რომ ფლანგზე ვჭირდებოდი, მე კი ვცდილობ, შესაძლებლობების მაქსიმუმი ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის დროს ვაჩვენო. ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი ცენტრალური თავდამსხმელის როლია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტემ პირველად მოიგო… როგორი უქმეები გამოუვიდათ ჩვენებს – ლეგიონერები

კიტეიშვილით ბუნდესლიგის კლუბი დაინტერესდა