ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ისევ მოიგო და ცხრილის სათავეშია, ის თანალიდერია. ქართველის გუნდმა ამჯერად „დერბი“ დაამარცხა 2:1. შესაშური სტარტია: სამიდან სამი მოგება.
ჩაკვეტაძე ტრადიციულად აქტიური იყო, შეტევებსაც ხელმძღვანელობდა და დაცვასაც ეხმარებოდა. პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი უჩვენეს. გიორგიმ ბოლომდე ითამაშა და მისი შეფასებებია: Flashscore.com – 7.2; Sofascore.com – 6.8, Whoscored 6.6.
უოტფორდი – დერბი 2:1
გოლები: 0:1 ადამსი (2), 1:1 ბაიო (31), 2:1 სისოკო (76)
„უოტფორდი“ 9 ქულით „სანდერლენდთან“ ერთად ლიდერია, 27 აგვისტოს ლიგის თასზე „პლიმუთს“ მიიღებს, 1-ელ სექტემბერს კი სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings