ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ საშინაო მატჩი წააგო არც თუ უძლეველ „ჰავრთან“ – 0:2. ეს არ იყო არც დავითაშვილის დღე და არც მისი გუნდის. ზურიკო 62-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის შეფასებებია: Flashscore.com – 6.6; Sofascore.com – 6.7; Whoscored.com – 6.1.
მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. 62-ე წუთზე დავითაშვილი საჯარიმოში ორ მეურვეს გაექცა, კარის წინ ჩააწოდა, მაგრამ პარტნიორებმა მისი პასით ვერ ისარგებლეს. ქართველი მაშინვე შეცვალეს.
სენტ-ეტიენი – ჰავრი 0:2
გოლები: 0:1 ტურე (57, პენ), 0:2 სანგანტე (67)
„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატზე მეორე მატჩიც წააგო, გოლი ჯერ არ გაუტანია და 31 აგვისტოს გასვლაზე „ბრესტს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings