გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ისევ დამარცხდა და ახლა იმ გუნდთან, სადაც შესაძლო იყო ჩვენს ფორვარდს ეთამაშა: „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 წააგო.
ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და მიქაუტაძე სკამზე აღმოჩნდა, თუმცა მალევე, უკვე მე-17 წუთზე შევიდა ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად.
გიორგი თამაშის ძირითადი ნაწილი მისთვის შეუფერებელ, მარჯვენა ფლანგზე ითამაშა.
სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა მოიგო კიდეც, ხოლო „ლიონის“ შეტევის ხაზი სუსტად და შეუთამაშებლად გამოიყურებოდა.
მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.3, flashscore – 6.2, whoscored – 6.0.
ლიონი – მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)
„ლიონმა“, რომელმაც ორიდან ორი წააგო და გოლიც არ გაუტანია, 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings